დევიზით - „გამარჯვება იწყება მეგობრობით“, ამბროლაურში 14-წლამდელთა რაგბის ფესტივალი გაიმართა.
14-წლამდელთა რაგბის შვიდკაცა ფესტივალს ტრადიციული სახე აქვს და მესამე წელია ტარდება. წელს გამართულ ფესტივალში დასავლეთ საქართველოს რვა გუნდი მონაწილეობდა.
ფესტივალს საქართველოს სპორტის მინისტრის მოადგილე ირაკლი დოლაბერიძე რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულ პაპუნა მარგველიძესთან ერთად დაესწრო. ირაკლი დოლაბერიძემ ფესტივალში მონაწილე მორაგბეები დააჯილდოვა და მათ მომავალშიც წარმატება უსურვა.
ფესტივალს ასევე ესწრებოდნენ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერი ზაზა ქევანიშვილი, რაგბის კავშირის გამგეობის წევრი გია კობახიძე, მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლები და სხვა მიწვეული სტუმრები.








