თბილისში, დავით პეტრიაშვილის სახელობის სტადიონზე, ეროვნული ლიგის მეჩვიდმეტე ტურის ბოლო შეხვედრა დასრულდა.
„დავით პეტრიაშვილზე“ სერბი ჟელკო ლიუბენოვიჩის „გაგრა“ თემურ ქეცბაიას თბილისის „დინამოს“ მასპინძლობდა.
მასპინძლების მიერ პირველ ტაიმში გატანილ ორ ბურთს სტუმრებმა შეხვედრის ბოლო წუთებზე გატანილი ერთადერთი გოლით უპასუხეს და მეოთხე მარცხი მიითვალეს.
„დინამომ“ თემურ ქეცბაიას მწვრთნელობით მეორე მარცხი განიცადა და ლიდერს ექვსი ქულით ჩამორჩა, „გაგრამ“ კი ბოლო ადგილზე მყოფ „მეშახტესთან“ სხვაობა ათ ქულამდე გაზარდა.
„გაგრა" - „დინამო 2:1(2:0)
გოლები: 9' ანდრეი ანდრეიჩუკი 1:0, 32' ალექსანდრე ფეიქრიშვილი 2:0, 84' ლეო სანტოსი 2:1




