სამეგრელო-ზემო სვანეთის მოჭადრაკეთა ჩემპიონატში 8 წლის ჭაბუკთა შორის პირველი ადგილი, ფოთელმა მოჭადრაკემ, გიორგი წულაიამ დაიკავა.

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის ჩემპიონატი, ფოთის საჭადრაკო კლუბში  8, 12 და 16 წლამდე ჭაბუკთა და გოგონათა შორის, პირველ დეკემბერს დაიწყო და დღეს 4 დეკემბერს დასრულდა.  ჩემპიონატში ფოთის, ზუგდიდის, ხობის, სენაკის და მარტვილის 90-მდე მოჭადრაკე მონაწილეობდა. ტურნირი შვეიცარიული სისტემით 7 ტურად გაიმართა.