მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანოს (ФИФА) კონკგრესმა, დაამტკიცა, რომ 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძელს, 2018 წელს, მოსკოვში ყრილობაზე დაამტკიცებენ.

აღნიშნულ ინფორმაციას "R-Sport" ავრცელებს. აღნიშნული გადაწყვეტილება, დღეს, ბაჰრეინში გამართულ ფიფას კონგრესზე გადაწყდა.

ამერიკის ფეხბურთის ფედერაციამ, კანადამ და მექსიკამ, აპრილში ერთობლივად გამოთქვეს სურვილი, რომ 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლონ. ამასთან, ორგანიზაცია ფიფას სთხოვს, რომ შერჩევის პროცესი დააჩქაროს და მასპინძელი ქვეყანა 2018 წლის ივნისში დაასახელოს.

ფიფას კონგრესმა, ასევ დაადგინა, რომ 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობის უფლებისთვის, KAF (აფრიკა), KONKAKAF (ჩრდილოეთ და ცენტრალური ამერიკა და კარიბის ზღვის აუზი), KONMEBOL (სამხრეთ ამერიკა) და OFK (ოკეანია)იბრძოლებენ.

იმ შემთხვევაში, თუკი ფიფას 68-ე კონგრესი მოსკოვში მასპინძელ ქვეყანას არ გამოავლენს, ფიფა სთავაზობს სხვა წევრებს, მათ შორის, აზიის ფეხბურთის კონფედერაციასა და უეფას, რომ მათ თავად წარმოადგინონ ალტერნატიული წინადადებები. ასეთ ვითარებაში კი, საბოლოო გადაწყვეტილებას ფიფას კონგრესი 2020 წელს გამოაცხადებს.

ინფორმაციისთვის, 2026 წელს, მსოფლიოს ჩემპიონატი ახალი ფორმატით ჩატარდება და მასში მონაწილეობას 48 ნაკრები მიიღებს.