ნიუ-დელიში ფიდეს გრან-პრის მესამე ეტაპის მეექვსე ტურის შეხვედრები დასრულდა

ნანა ძაგნიძის და ტურნირის ლიდერ ჯინერ ჟუს შეხვედრაში 21 სვლის შემდეგ დაფაზე მსუბუქი ფიგურები აღარ დარჩა. ამის შემდეგ მეტოქეებმა თითო პაიკი გაცვალეს და სვლების გამეორება დაიწყეს.

ყაიმით დასრულდა აგრეთვე კატერინა ლაგნოს და ნინო ბაციაშვილის შეხვედრა.

ალექსანდრა გორიაჩკინამ აუტსაიდერ რამეშბაბუ ვაიშალის ვერ მოუგო, ბიბისარა ასაუბაევამ კი პოლინა შუვალოვას სძლია და ჯინერ ჟუსთან ერთად გალიდერდა.

სატურნირო მდგომარეობა 6 ტურის შემდეგ:

ბიბისარა ასაუბაევა 4.0 ქულა ხუთიდან
ჯინერ ჟუ - 4.0 ქულა ექვსიდან
პოლინა შუვალოვა 2.5 ქულა ხუთიდან
ჰამპი კონერუ 2.5 ქულა ხუთიდან
ალექსანდრა გორიაჩკინა 2.5 ქულა ოთხიდან
კატარინა ლაგნო 2.5 ქულა ხუთიდან
ნანა ძაგნიძე 2.0 ქულა ექვსიდან
ნინო ბაციაშვილი 1.5 ქულა ოთხიდან
ჰარიკა დრონავალი 1.5 ქულა ოთხიდან
რამეშბაბუ ვაიშალი 1.0 ქულა ოთხიდან

ხვალ, მეშვიდე ტურში ერთმანეთს შეხვდებიან:

ნანა ძაგნიძე  - კატერინა ლაგნო
ნინო ბაციაშვილი - ალექსანდრა გორიაჩკინა
რამეშბაბუ ვაიშალი - ჰარიკა დრონავალი
ბიბისარა ასაუბაევა - ჰამპი კონერუ