ავსტრალიაში გრძელდება ქალთა შორის მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში.
მეოთხედფინალური შეხვედრების შემდეგ ნახევარფინალში გავიდნენ შვედეთის ესპანეთის და ავსტრალიის ნაკრები გუნდები.
იაპონია - შვედეთი 1:2(0:1)
ესპანეთი - ნიდერლანდები 2:1(0:0,1:1)
ავსტრალია - საფრანგეთი 0:0 პენალტებით 7:6
მეოთხე ნახევარფინალისტის ვინაობა დღეს, ინგლისის და კოლუმბიის ნაკრები გუნდების შეხვედრაში გაირკვევა. მათ შორის გამარჯვებული ფინალის საგზურისთვის ავსტრალიას შეხვდება. მეორე ფინალისტი შვედეთის და ესპანეთის გუნდების შეხვედრაში გამოვლინდება