სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში დასრულდა ძიუდოისტთა შერეული ნაკრები გუნდების ასპარეზობა ევროპის ჩემპიონის ტიტულისთვის.  

ფინალურ შეხვედრაში საქართველომ

მატჩი საქართველომ 0:1 ჩამორჩენით დაიწყო, რადგან ტრავმირებულ სოფიო სომხიშვილს საჭიდაოდ გასვლა არ შეეძლო და მას წაგება ჩაეთვალა.

მეორე შეხვედრაში ვალერი ენდოვიცკისთან იუკოთი დაწინაურებული ირაკლი დემეტრაშვილი ძირითადი დროის დასრულებამდე 1 წუთით ადრე დაეცა იპონზე.  

ეთერ ლიპარტელიანის და ირინა ზუევას შეხვედრაში რუსმა ძიუდოისტმა ორი იუკოს უპირატესობით გაიმარჯვა.

ლაშა შავდათუაშვილმა ბუიან-ხერელ სანაასთან ძირითადი დროის ბოლო წამზე აღებული იუკოთი გუნდს მატჩის გადარჩენის იმედი ჩაუსახა, მაგრამ ნინო გულბანმა ტამარა ლიშჩენკოსთან ძირითადი დროის დასრულებამდე 13 წამით ადფრე იუკო გაუშვა და ლუკა მაისურაძის და ტიმურ არბუზოვი შეხვედრა აღარ გახდა საჭირო.

მესამე ადგილისთვის მატჩებში თურქეთმა სერბეთს 4:1 მოუგო, საფრანგეთმა კი 3:2 დაამარცხა გერმანია. 


ევროპის ჩემპიონატზე მოპოვებული ქულების ნახევარი გუნდებს ლოს-ანჯელესის ოლიმპიური თამაშების საკვალიფიკაციო რეიტინგში გადაჰყვებათ.

მოამზადა რაულ კაპანაძემ