ევრო 24-ის საკვალიფიკაციო ტურნირზე საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა საკუთარ მინდორზე ბოლო შეხვედრა გამართა. 

საქართველოს ნაკრების მეტოქე ჯგუფური ტურნირის მეშვიდე ტურის შეხვედრაში შოტლანდიის ნაკრები იყო.

შეხვედრის პირველი ნახევარში ტერიტორიული უპიტარესობა შოტლანდიელებს ჰქონდა, თუმცა მათ კარისკენ ბურთი ერთხელაც კი ვერ გაგზავნეს ზუსტად, ქართველი ფეხბურთელების კარის მიმართულებით სამჯერ ზუსტი დარტყმიდან ერთი შედეგიანი გამოდგა. გოლი მე-15 წუთზე გიორგი ჩაკვეტაძის წამოწყებული და ოთარ კაკაბაძის გაგრძელებული შეტევის შემდეგ ხვიჩა კვარაცხელიამ გაიტანა.

შეხვედრის მეორე ნახევრის დაწყებიდან 4 წუთში შოტლანდიელებმა სკოტ მაკტომინეის ზუსტი დარტყმით წონასწორობა აღადგინეს.

57-ე წუთზე გიორგი ჩაკვეტაძის მშვენიერი გადაცემის შემდეგ ხვიჩა კვარაცხელიამ ითამაშა კარგად და მეორედ აიღო სტუმართა კარი.

63-ე წუთზე შოტლანდიელებმა კუთხურიდან ჩაწოდებული ბურთი თავით გაგზავნეს კარში და გიორგი მამარდაშვილმა ბრწყინვალე ნახტომში გუნდი აშკარა გოლისგან იხსნა.

90+2 წუთზე შოტლანდიელებმა ანგარიში ისევ გაათანაბრეს და დარჩენილ დროში ანგარიში აღარ შეცვლილა.

თბილისი, ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამო-არენა"
საქართველო - შოტლანდია  2:2(1:0)

გოლები: 15' ხვიჩა კვარაცხელია 1:0, 49' სკოტ მაკტომინეი 1:1, 57' ხვიჩა კვარაცხელია 2:1, 90+2' ლოურენს შენკლენდი 2:2


კვიპროსი - ესპანეთი 1:3(0:3)
გოლები: 5' ლამინ იამალი 0:1, 21' მიკელ ოიარსაბალი 0:2, 28' ხოსელუ 0:3, 75' კოსტას პილეასი 1:3

ესპანეთი 7 6-0-1 22:4 18
შოტლანდია 7 5-1-1 14:5 16
ნორვეგია 7 3-1-3 11:9 10
საქართველო 7 2-2-3 11:15 8
კვიპროსი 8 0-0-8 3:28 0

დარჩენილი შეხვედრები

19.11 ესპანეთი - საქართველო
19.11 შოტლანდია-ნორვეგია