ჰამბურგში, „ფოლკპარკშტადიონზე" ევრო 2024-ის მეორე მეოთხედფინალური შეხვედრა დასრულდა.

პორტუგალიის და საფრანგეთის გუნდების მეოთხედფინალური შეწხვედრის პირველ ნახევარში გუნდებს სახიფათო მომენტი არ შეუქმნიათ, მეორე ნახევრის 61- წუთიდან 75 წუთამდე პერიოდში ჯერ პორტუგალიელებმა შექმნეს რამდენიმე სახიფათო მომენტი, შემდეგ კი ფრანგებმა.

შეხვედრის ძირითადი დროის დასრულებამდე დარჩენილ 15 წუთში არცერთ გუნდს აღარ უცდია თამაშის გამწვავება და მეტოქის კარზე დიდი ძალებით შეტევა და გამარჯვებულის გამოსავლენად დამატებითი დრო დაინიშნა. სანახაობრივად არცთუ ლამაზი 30 წუთი ასევე უშედეგოდ დასრულდა და გამარჯვებული პენალტების სერიამ გამოავლინა.  

ფრანგებმა სამი თერთმეტმეტრიანი გამოიყენეს, პორტუგალიელმა ჟოაო ფელიქსმა კი ბურთი ძელს მიოარტყა. ამის შემდეგ ფრანგებმა კიდევ ორჯერ დაარტყეს ზუსტად და პორტუგალიელების ბოლო დარტყმას აზრი დაეკარგა

საფრანგეთი - პორტუგალია 0:0(0:0) დამატებით დროში. პენალტები 5:3

ნახევარფინალში საფრანგეთი ესპანეთს შეხვდება.