ერევანში დასრულდა ევროპის ერთა ლიგის პლეი-ოფის პირველი შეხვედრის პირველი ტაიმი
სომხეთის და საქართველოს ნაკრები გუნდების შეხვედრის 32-ე წუთზე გიორგი ქოჩორაშვილმა მასპინძლების მიერ აუტის მოწოდებისას დაასწრო მეტოქეს, ჩაჭრა ბურთი და მერაბ კიტეიშვილს გადააწოდა. ამ უკანასკნელმა ოდნავ წინ წაიწია და ბურთი დაუბრუნა უკვე საჯარო მოედნის ხაზთან ახლოს მყოფ ქოჩორაშვილს, რომელიც სწრაფად შეიჭრა საჯარიმოში, ორ მცველს შორის მოქცეულმა ორივეს წამით დაასწრო და ბურთი კარში მეკარისგან მარჯვენა დაბალ კუთხეში გაგზავნა.
37-ე წუთზე სომხეთის ნაკრების კარში კიდევ ერთი გოლი გავიდა. ამჯერად ბურთი გიორგი მიქაუტაძემ გაიტანა.