ასეთი განცხადება შეერთებული შტატების პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა სტივ ვიტკოფმა „ფოქს ნიუსის" ყოფილ წამყვან ტაკერ კარლსონთან ინტერვიუში გააკეთა.

პუტინი, რომელიც 25 წელია, რაც ხელისუფლების სათავეშია, მუდმივად აყენებდა მოთხოვნას, რომ ნატო მის საზღვრებს არ მიუახლოვდეს და უკრაინა არ იყოს ნატოს ნაწილი. დარწმუნებული ვარ, რომ ეს კვლავ რჩება მთავარ მოთხოვნად და ეს არის ის საკითხი, რომლის გადაჭრის გარეშეც ვერც უკრაინა და ვერც ნატო ვერ მიაღწევს მშვიდობას. ისევე, როგორც ისრაელს არ სურს „ჰამასის" ყოფნა მის საზღვრებთან, რუსებს არ სურთ ნატო მისი საზღვრების გასწვრივ. შეუძლია თუ არა შეერთებული შტატებს უზრუნველყოს რუსეთის ამ მოთხოვნის დაკმაყოფილება? - ჰკითხა ტაკერ კარლსონმა სტივ ვიტკოფს.

უპირველეს ყოვლისა, ვფიქრობ, რომ ყველაზე დიდი პრობლემა ამ კონფლიქტში არის ყირიმი ეგრეთ წოდებული ოთხი რეგიონი. იქ რუსულენოვანი მოსახლეობაა. ყველგან ჩატარდა რეფერენდუმი და ადამიანთა აბსოლუტურმა უმრავლესობამ განაცხადა, რომ სურს რუსეთის მმართველობის ქვეშ ყოფნა. ვფიქრობ, ეს არის მთავარი საკითხი კონფლიქტში და როდესაც ეს საკითხი დალაგდება, ჩვენ გვექნება ძალიან პოზიტიური საუბრები, - უპასუხა ვიტკოფმა და მას შემდეგ, რაც ტაკერმა ჩაურთო, რომ რუსეთი აკონტროლებს ამ ტერიტორიებს, რუსების თვალსაზრისით, ახლა რუსეთის ეს ტერიტორიები რუსეთის შემადგენლობაშია, განაგრძო:  

ეს მართალია, მაგრამ ეს ყოველთვის იყო პრობლემა და რატომღაც არავის სურს ამაზე საუბარი. ეს არის სპილო ოთახში - აშკარა, მწვავედ მდგარი პრობლემა, რომელზე საუბარიც არავის სურს და იქმნება შთაბეჭდილება, თითქოსდა ეს არაა უმნიშვნელოვანესი საკითხი, რომელიც პირველ რიგში უნდა მოგვარდეს.

პრობლემაა, რომ უკრაინაში არის კონსტიტუციური კითხვები იმის შესახებ, თუ რა დათმობების გაკეთება შეუძლიათ ტერიტორიის დათმობასთან დაკავშირებით.

დიახ, ფაქტობრივად ეს ტერიტორიები რუსების კონტროლის ქვეშაა. საკითხავია, აღიარებს თუ არა მსოფლიო, რომ ეს რუსეთის ტერიტორიებია? ამით დასრულდება ყველაფერი? შეძლებს  ზელენსკი პოლიტიკურად გადარჩენას, თუ ამას აღიარებს?

ეს არის კონფლიქტის მთავარი საკითხი.

რაც შეეხება ნატოს, ვფიქრობ, რომ ზელენსკიმ და მისმა მარჯვენა ხელმა, ერმაკმა, მნიშვნელოვანწილად  აღიარეს, რომ ისინი არ აპირებენ ნატოს წევრობას.

ბევრი ლაპარაკი იყო იმაზე, შეიძლება თუა არ ჰქონდეს უკრაინას შეერთებული შტატებისგან ან ევროპის ქვეყნებისგან ის, რასაც მე-5 მუხლით დაცვის უფლება ჰქვია, ისე, რომ არ გახდეს ნატოს წევრი. მე ვფიქრობ, რომ ეს საკითხი მოლაპარაკებისთვის ღიად რჩება.  

ინტერვიუს დროს სტივ ვიტკოფმა აღნიშნა, რომ მას პუტინი მოეწონა.

„მე ის მომეწონა. ის ჩემთან ძალიან პირდაპირი იყო, სხვათა შორის, მე ეს ვთქვი და ამის გამო სამარცხვინო ბოძზე გამაკრეს - „ო, ღმერთო, ნუთუ მართლა ამბობ, რომ შენ ის მოგეწონა“.

ტაკერმა ვიტკოფის პუტინზე ნათქვამი სიტყვების სიმართლის დასადასტურებლად ამერიკის პრეზიდენტები გაიხსენა და თქვა: 

„ამას ამბობდა ამერიკის ყველა პრეზიდენტი ბაიდენამდე. ყველა. ბილ კლინტონმა თქვა ეს, ჯორ ბუშმა-უმცროსმა თქვა ეს, ბარაკ ობამამ თქვა ეს. ყველა პრეზიდენტი მსოფლიოში, რომელთანაც მე ოდესმე ურთიერთობა მქონია, ამბობს. შეიძლება არ ეთანხმებოდეს იმას, რასაც რუსეთი აკეთებს, მაგრამ ყველა ამბობს, რომ პუტინი პირდაპირი კაცია“.  

პუტინზე საუბრის დასასრულს ვიტკოფმა ასევე განაცხადა, რომ, ზოგიერთებისგან განსხვავებით, ის არ თვლის პუტინს „ცუდ ბიჭად“