დასრულდა ექვსი ერის თასის გათამაშების მეორე ტურის შეხვედრები. 

ექვსი ერის თასის გათამაშების მეორე ტურში უელსმა იტალიაში წააგო.

იტალია - უელსი 22:15(16:3)


ინგლისი - საფრანგეთი 26:25(7:7)
 


შოტლანდია - ირლანდია 18:32(5:17)




უელსელებმა ზედიზედ მეთოთხმეტე ტესტმატჩი წააგეს და მიუხედავად იმისა, რომ ამჯერად მხოლოდ 0,26 სარეიტინგო ქულა დაკარგეს, ეს საკმარისი აღმოჩნდა მსოფლიო რეიტინგში მეთერთმეტედან მეთორმეტე ადგილზე გადასანაცვლებლად.

მსოფლიო რეიტინგში მეთერთმეტე საფეხურზე „ბორჯღალოსნებმა“ აინაცვლეს.



მასალა ბოლოს განახლდა 10 თებერვალს  00:05 საათზე.