მაროკოში მიმდინარე აფრიკის „ერთა თასზე“ მორიგი ორი მერვედფინალური შეხვედრა გაიმართა.

ეგვიპტემ ბენინს მერვედფინალური შეხვედრა ძირითად დროში ვერ მოუგო, დამატებით დროში კი ჯერ 97-ე წუთზე გაიტანა, შემდეგ კი კომპენსირებული დროის მიწურულს, კონტრშეტევაზე.

ეგვიპტე - ბენინი დ.დ 3:1(1:1, 0:0)
გოლები: 69' მარვან ატია 1:0, 83' ჟოდელ დოსუ 1:1, 97' იასირ იბრაჰიმი 2:1, 120+4' მოჰამედ სალაჰი 3:1


ნიგერია-მოზამბიკის შეხვედრაში ვიქტორ ოსიმჰენმა დუბლი შეასრულა.

ნიგერია - მოზამბიკი 4:0(2:0)
გოლები: 20' ადემოლა ლუკმენი, 25' და 47' ვიქტორ ოსიმჰენი 2:0 და 3:0, 75' აკორ ადამსი 4:0