პოლონეთის ქალაქ ბიელსკო ბიალაში დასრულებულ ევროპის თასზე, კადეტთა შორის, საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა, არაოფიციალურ ჩათვლაში, ვაჟებს შორის, პირველი ადგილი დაიკავა.

ჯამში, საქართველოს ნაკრებმა, ევროპის თასზე, 4 ოქროს, 2 ვერცხლისა და 5 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

მედლები შემდეგნაირად გადანაწილდა:

I ადგილი: მიხეილ ბახბახაშვილი (-66კგ), ლაშა ბექაური (-73კგ), გოჩა ღვაჩლიანი (-81კგ), მიხეილ ბექაური (-90კგ);

II ადგილი: გიორგი კაპანაძე (-60კგ), ვლადიმერ ახალკაცი (-81კგ);

III ადგილი: ლუკა კაპანაძე (-55კგ), ილია სულამანიძე (-81კგ), გიორგი კარიაული (-90კგ), ლევან ჭელიძე (+90კგ), ალექსი სვიანაძე (+90კგ);