დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად, სენაკის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა სახის საზეიმო და შემეცნებითი ღონისძიებები გაიმართა.
ქალაქის ცენტრალურ მოედანზე მოეწყო საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო ტექნიკის, შეიარაღებისა და აღჭურვილობის გამოფენა და ფოტოზონები.
ნოქალაქევის ციხე-გოჯის ტერიტორიაზე რეკრუტებმა სამხედრო ფიცი დადეს.
საქართველოს სტუდენტური პარლამენტისა და მთავრობის სენაკის წარმომადგენლობის ინიციატივით, დილიდან, სტარტი აიღო სპორტულმა მარათონმა.
დღის მანძილზე, ჟიული შარტავას სახელობის ცენტრალურ პარკში მოეწყო სხვადასხვა სივრცეები, გამოფენები, მოლბერტებზე ხატვა, საჩვენებელი ექსპერიმენტები ქიმიაში, სახეზე და ასფალტზე ხატვა, საბავშვო ხელსაქმის მასტერკლასები.
გაიმართა სპორტული აქტივობები სხვადასხვა სახეობებში - კალათბურთში, ტაეკვანდოში, ძიუდოში, მკლავჭიდში, მაგიდის ჩოგბურთსა და ჭადრაკში, ასევე - საბავშვო საფეხბურთო ფესტივალი და ფინალური მატჩი მინი ფეხბურთში.
დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი პროგრამის ფარგლებში გაიმართა ხალხური და საესტრადო მუსიკის კონცერტი, შოუ - საბავშვო და ბაგა-ბაღების აღსაზრდელთა მონაწილეობით, ადგილობრივი შემსრულებლების: ,,კოლხური ტრიოს’’, ,,ეგრისის’’, ,,გოგალაის", სალოტბარო სკოლის მოსწავლეთა და ქორეოგრაფიული ანსამბლების კონცერტები, ფლეშმობი - საჯარო სკოლების მოსწავლეების მონაწილებით.
ქალაქის ცენტრალურ მოედანზე მოეწყო ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა.
17:10 საათზე, საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების ისტორიულ დროს, აჟღერდა საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი.
საქართველოს დამოუკიდებლობის 107 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გალა კონცერტით დასრულდა.
ღონისძიებები სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის ორგანიზებით, მუნიციპალური აიპებისა და საგანმანათლებლო რესურსცენტრის ჩართულობით გაიმართა.
ღონისძიებებს სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ გადელია, საკრებულოს თავმჯდომარე, საბა ოდიშარია, მოადგილეებთან და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლებთან ერთად შეუერთდნენ.