ბუდაპეშტში, ძიუდოისტთა მსოფლიო პირველობაზე, დასრულდა ასპარეზობა ქალთა 70 კგ და კაცთა 90 კგ წონით კატეგორიებში.
კაცთა 90 კგ წონითი კატეგორიის ბრინჯაოს ფინალში ლუკა მაისურაძემ ლაშა ბექაურთან შეხვედრაში გამარჯვებულს, იტალიელ კენი კომი ბედელს სძლია და 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ოქროს მედალს ამჯერად ბრინჯაოს მედალი შემატა.
წონითი კატეგორიის ფინალში ლუკა მაისურაძესთან ნახევარფინალურ შეხვედრაში გამარჯვებულმა, სანშირო მურაომ, თანამემამულე გოკი ტაჯიმა ოქროს დროში შიდოებით დაამარცხა.
1. სანშირო მურაო - იაპონია
2. გოკი ტაჯიმა - იაპონია
3. ლუკა მაისურაძე - საქართველო
3. ელჯან ჰაჯიევი - აზერბაიჯანი
ქალთა შორის 70 კგ წონითი კატეგორიის გამარჯვებული
1. შიჰო ტანაკა - იაპონია
2. ლარა ცვეტკო - ხორვატია
3. სანე ვან დაიკი - ნიდერლანდები
3. მირიამ ბუტკერაიტი - გერმანია
მსოფლიო ჩემპიონატზე 4 ოქროს მედალიო დარჩა გასათამაშებელი, დღემდე გათამაშებული 10 ოქროს მედლიდან კი 6 იაპონელებმა მოიპოვეს. თითო-თითო ოქროს მედალი აქვთ საქართველოს, საფრანგეთს, იტალიას და ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის სახელით მოასპარეზე რუს ძიუდოსტებს.