ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში გრძელდება მსოფლიო ჩემპიონატი თავისუფალი სტილი ჭიდაობაში.
დღეს, მსოფლიო ჩემპიონატში ჩაბმული ოთხი ქართველი მოჭიდავიდან ორი პირველივე შეხვედრაში დამარცხდა და შემდეგში რეპეშაჟში გადასვლის შანსს დაემშვიდობა, ორი კი ამ შანსს ჯერ კიდევ ინარჩუნებს.
57კგ
საკვალიფიკაციო წრე, რობერტ დინგაშვილი - ისლამ ბაზარგანოვი (აზერბაიჯანი) 1:10.
ბაზარგანოვი მერვედფინალში ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციის საელით მოასპარეზე რუს მუსა მეხტიხანოვთან დამარცხდა და დინგაშვილს რეპეშაჟში გადასვლის შანსი წაერთვა.
74კგ
1/16 ფინალი გიორგი ელბაქიძე - მირზო ხაიტოვი (უზბეკეთი) 7:1
1/8 ფინალი გიორგი ელბაქიძე - კოტა ტაკაჰაში 10:0
ტაკანაშიმ მეოთხედფინალური შეხვედრა ირანელ იონეს ალიაკბარ ემამიჩოგაეის მოუგო და ნახევარფინალში სლოვაკ ტიმურ სალკაზანოვთან გამარჯვების შემთხვევაში ელბაქიძე რეპეშაჟში გადავა.
79 კგ წონით კატეგორიაში ვლადიმერ გამყრელიძემ ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციის ეგიდით მოასპარეზე რუს ახმედ უსმანოვთან უილეთო შეხვედრა 1:4 დათმო, შემდეგ კი უსმანოვი დამარცხდა ამერიკელ ლევი დევიდ ჰეინსთან და გამყრელიძეს ასპარეზობას გამოეთიშა.
92 კგ წონაში მირიან მაისურაძემ მერვედფინალში ბაჰრეინელი მაგომედ შარიპოვი 2:1 დაამარცხა, მეოთხედფინალში კი ამერიკელ ტრენტ ნიმონდ ჰიდლეისთან 1:6 წააგო. ნახევარფინალში ამერიკელის აზერბაიჯანელ ოსმან ნურმაგომედოვთან გამარჯვების შემთხვევაში მაისურაძე რეპეშაჟში გადავა.