გილავედის მუნიციპალიტეტმა, რუსტადამარნას ტბორებიდან ოქროს თევზების მოსაშორებლად,  გადაწყვიტა გამოიყენოს ქიმიური ნივთიერება, რომელიც ყველა ლაყუჩებიან ცხოველს მოკლავს, - იუწყება შვედური მედია

ოქროს თევზები კლასიფიცირდება, როგორც ინვაზიური სახეობა. მუნიციპალიტეტმა შეისწავლა მათთან ბრძოლის სხვადასხვა გზა და ახლა გადაწყვიტა ქიმიური ნივთიერების გამოყენება. თევზების მოსაშორებლად სხვადასხვა ვარიანტი განიხილებოდა, მათ შორის მტაცებელი თევზების წყალში გაშვება და ბადეების დამონტაჟება მათ დასაჭერად. მაგრამ ახლა ნაპოვნია გამოსავალი, რომელიც ნორვეგიის დახმარებას საჭიროებს. 

 ქიმიკატი, რომელიც უნდა გამოვიყენოთ, ყველა ლაყუჩებიან ცხოველს კლავს, მაგრამ ოქროს თევზის პრობლემა აუცილებლად მოსახსნელია და ამიტომ ამ ზომას უნდა მივმართოთ, - ამბობს გისლავედის მუნიციპალიტეტის ინჟინერ-ეკოლოგი სტინა  კულინგსიო.

აღსანიშნავია, რომ  ოქროს თევზებთან დაკავშირებულ პრობლემებზე საუბარი გახშირდა გასული წლის შემოდგომაზე  რასტადამარნაში, ხელოვნურ ჭაობში, გისლავედში, კანალიზაციის გამწმენდი ნაგებობის გვერდით მათი დიდი რაოდენობით აღმოჩენის შემდეგ, თუმცა, როგორც შვედური პრესა აღნიშნავს, ამ პრობლემის შესახებ ადრეც იყო ცნობილი და მის შესახებ არაფერს ამბობდნენ იმის გამო, რომ ათზე მეტი წლის წინ თავად მუნიციპალიტეტმა გაუშვა ოქროს თევზები გამწმენდი ნაგებობის სხვა ნაწილში. ეს კი იმიტომ გააკეთა, რომ  ოქროს თევზი იმ დროს მუმლთან (ქინქლასთან) საბრძოლველად ქიმიკატების ალტერნატივად ითვლებოდა.