ტირანაში მიმდინარე მოჭიდავეთა ევროპის ჩემპიონატზე დღეს თავისუფალი სტილით 57-65-70-79-97კგ წონითი კატეგორიების სპორტსმენები გამოდიოდნენ.
ასპარეზობაში ჩაბმული ხუთი ქართველი მოჭიდავიდან ფინალში ვერცერთი ვერ გავიდა, თუმცა, ბრინჯაოს მედლის მოპოვების შანსი ხუთივე მოჭიდავეს აქვს.
57 კგ წონითი კატეგორიის ნახევარფინალში რობერტ დინგაშვილი აზერბაიჯანელ ისლამ ბაზარგანოვთან 1:11 დამარცხდა და ხვალ ბრინჯაოს მედლისთვის ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციის ეგიდით მოჭიდავე ბელორუს არიან ტიუტრინთან იჭიდავებს.
97 კგ წონითი კატეგორიის ფინალში ვერ გავიდა გივი მაჭარაშვილი. მან ნახევარფინალური შეხვედრა 1:12 წააგო სლოვაკ ბატირბეკ ცაკულოვთან.
65 კგ წონაში ნიკა ზაქაშვილი ალბანელ ისლამ დუდაევთან 1:3 დამარცხდა და ბრინჯაოს მედლისთვის რეპეშაჟიდან იჭიდავებს.
70 კგ წონაში აკაკი ქემერტელაძემ 1/4 ფინალში ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციის ეგიდით მოჭიდავე რუს დავიდ ბაევთან 3:9 დამარცხდა და რეპეშაჟიდან გააგრძელებს ჭიდაობას ბრინჯაოს მედლისთვის.
ასევე რეპეშაჟიდან იჭიდავებს ბრინჯაოს მედლისთვის ტარიელ გაფრინდაშვილი (79კგ). მან 1/4 ფინალში 10:11 წააგო ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციის ეგიდით მოჭიდავე რუს მაჰამედჰაბიბ კაჯიმაჰამედოვთან.




