ამის შესახებ ფრანგული kickfootball-ი sport zone-ზე დაყრდნობით იუწყება.
kickfootball-ის ცნობით, ხვიჩა კვარაცხელიას გარემოცვა 19 ივნისს აურელიო დე ლაურენტისს შეხვდა და „პარი სენ-ჟერმენისთვის" „ნაპოლის" ლიდერის გაყიდვის შესახებ გადაწყვეტილების განბლოკვას შეეცადა, გუნდის პრეზიდენტი მტკიცედ დარჩა თავის პოზიციაზე და უარი განაცხადა.
„პარიზი მზადაა ხვიჩაში 100 მილიონ ევრომდე გადაიხადოს“, - უთხრეს ლაურენტისს.
„უკვე არა. და მეორე ნახევარი?" - უპასუხა ლაურენტისმა.
„ნაპოლის" პრეზიდენტს სურს, რომ თავდასხმაში ხვიჩა კვარაცხელია და რომელუ ლუკაკუ ჰყავდეს შეწყვილებული და ამიტომ ის უფრო ოსიმჰენის გაყიდვაზეა ორიენტირებული. ხუშტურებიანი ლაურენტისი ქართველი თავდამსხმელისთვის არანაკლებ 200 მილიონ ევროს ითხოვს, თუმცა, გავრცელებული ხმების თანახმად, კონტრაქტი 150 მილიონი ევროს სანაცვლოდ მის გათავისუფლებას ითვალისწინებს, - წერს kickfootball-ი.