გერმანიის საფეხბურთო მუზეუმის მიერ ჩატარებული გამოკითხის შედეგად გამოვლინდა გერმანიის ყველა დროის სიმბოლური ნაკრების 11 ფეხბურთელი და მწვრთნელი. გამოკითხვის პირობის თანახმად, სიმბოლურ ნაკრებში დასახელებულებს კარიერა სულ მცირე 5 წლის წინ უნდა ჰქონოდათ დასრულებული.
მეკარე ზეპ მაიერი - 1972 წლის ევროპის ჩემპიონი, 1974 წლის მსოფლიო ჩემპიონი, ოთხი მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილე, 95 მატჩი ნაკრებში 1966 წლიდან 1979 წლის ჩათვლით. მცველები: ანდრეას ბრემე - 1990 წლის მსოფლიო ჩემპიონი, ნაკრების წევრი 1984-1994 წლებში, ჩატარებული აქვს 86 მატჩი, გაიტანა 8 გოლი, მათ შორის გამარჯვების გოლი (პენალტი) მატჩის მიწურულს 1990 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში არგენტინის ნაკრებთან, ნაკრების წევრი 1965-1977 წლებში; ფრანც ბეკენბაუერი - 1972 წლის ევროპის ჩემპიონი, 1974 წლის მსოფლიო ჩემპიონი, ნაკრების წევრი 1965-1977 წლებში, ჩაატარა 103 მატჩი, გაიტანა 14 გოლი, იყო ნაკრების კაპიტანი, აღიარებულია მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელად; პაულ ბრაიტნერი - 1972 წლის ევროპის ჩემპიონი, 1974 წლის მსოფლიო ჩემპიონი, ნაკრების წევრი 1971-1982 წლებში, 48 თამაშში გატანილი აქვს 10 გოლი. საყრდენი ნახევარმცველები: მათიას ზამერი - 1996 წლის ევროპის ჩემპიონი, 1990 წლამდე თამაშობდა აღმოსავლეთ გერმანიაში, 1990-1997 წლებში გერმანიის ნაკრების ფეხბურთელია, ჩატარებული აქვს 51 მატჩი, გაიტანა 8 გოლი; ლოთარ მატეუსი - 1980 წლის ევროპის ჩემპიონი, 1990 წლის მსოფლიო ჩემპიონი, ნაკრებში ჩატარებული მატჩების რაოდენობით რეკორდსმენია, 1980-2000 წლებში 150 მატჩი ჩაატარა და 23 გოლი გაიტანა, იყო ნაკრების კაპიტანი შემტევი ნახევარმცველები: ფრიც ვალტერი - 1954 წლის მსოფლიო ჩემპიონი, 1940 წლიდან 1958 წლის ჩათვლით ნაკრებში ჩატარებულ 61 მატჩში გატანილი აქვს 33 გოლი. იყო ნაკრების კაპიტანი; გიუნტერ ნეცერი - 1972 წლის ევროპის ჩემპიონი, 1974 წლის მსოფლიო ჩემპიონი, ნაკრების წევრი 1965-1975 წლებში, 37 მატჩში გატანილი აქვს 6 გოლი. თავდამსხმელები: უვე ზეელერი - 1966 წლის მსოფლიო ვიცე-ჩემპიონი,1954-1970 წლებში ნაკრებში ჩატარებულ 72 შეხვედრაში გატანილი აქვს 43 გოლი, ეძახდნენ აკრობატული გოლების მეფეს, იყო ნაკრების კაპიტანი. გერდ მიულერი - 1972 წლის ევროპის ჩემპიონი, 1974 წლის მსოფლიო ჩემპიონი, 1966-1974 წლებში ნაკრებში ჩატარებულ 62 მატჩში გატანილი აქვს 68 გოლი, 1974 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ მატჩში მონაწილეობის და ჰოლანდიელთა კარში გატანილი გოლის შემდეგ მან, 28 წლის ასაკში, უარი თქვა ნაკრებში თამაშზე, მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო გოლეადორი, ცნობილია მეტსახელით - "ნაციის ბომბარდირი"; ჰელმუტ რანი - 1954 წლის მსოფლიო ჩემპიონი, ნაკრების წევრი 1951-1960 წლებში, ჩატარებულ 40 თამაშში გატანილი აქვს 21 გოლი, მათ შორის, 2 გოლი 1954 წლის ფინალურ მატჩში, ფავორიტად მიჩნეული უნგრეთის ნაკრების კარში მწვრთნელი ზეპ ჰერბერგერი - გერმანიის ნაკრების მწვრთნელი 1936-1942 და 1949-1964 წლებში.             ავტორი: რაულ კაპანაძე.