ტელეკომპანია BT Sport-ის გადაწყვეტილებით უეფას ჩემპიონთა ლიგისა და ევროპა ლიგის ფინალური მატჩები Youtube-ზე უფასოდ გაშუქდება.
BT Sport-ის გადაწყვეტილებით, გულშემატკივრები ჩემპიონთა ლიგისა და ევროპა ლიგის 2015/16 წლების სეზონების ფინალების ყურებას უფასოდ, Youtube-ს მეშვეობით შეძლებენ.
აღსანიშნავია, რომ 2013 წელს BT Sport-მა 3 წლიანი 897 მილიონ ფუნტიანი კონტრაქტი გააფორმა, რათა 2015 წლიდან უეფას ჩემპიონთა ლიგისა და ევროპა ლიგის თამაშების ტრანსლირება განეხორციელებინა.
ამასთანავე აღსანიშნავია ისიც, რომ BT Sport-ი გულშემატკივრებს მომავალი სეზონიდან ინგლისური კლუბის მონაწილეობით უეფას შეჯიბრის მინიმუმ 1 თამაშის ჩვენებას Youtube-ზე, სრულიად უფასოდ პირდება.
შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალი 28 მაისს, მილანში, სან სიროს სტადიონზე გაიმართება, სადაც ერთმანეთს მადრიდის "რეალი" და მადრიდის "ატლეტიკო" დაუპირისპირდებიან. ევროპა ლიგის ფინალი კი 18 მაისს, ბაზელში, "ლივერპულსა" და "სევილიას" შორის გაიმართება.