ქუთაისში ხანძარს ახალგაზრდა მამაკაცი ემსხვერპლა. თაყაიშვილის ქუჩაზე, ხანძრის შედეგად 22 წლის მიშო აშვეთია გარდაიცვალა.

არსებული ინფორმაციით, ხანძარი საცხოვრებელ სახლში გაჩნდა, მიშო აშვეთიას ეძინა და მან გამოსვლა ვერ შეძლო. ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია. გარდაცვლილი ფეხბურთელ მიხეილ აშვეთიას შვილი იყო.