ნაძალადევის რაიონს კიდევ ერთი რეკრეაციული სივრცე შეემატება.

გურამიშვილის გამზირის N28-თან სკვერის სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
პროექტის მიხედვით, 1 000 კვ.მ ფართობზე ინფრასტრუქტურული და გამწვანების სამუშაოები შესრულდება. დამონტაჟდება საბავშვო-გასართობი ატრაქციონები, ტრენაჟორები და ვიდეომონიტორინგის კამერები. მოეწყობა სარწყავი სისტემა, გარე განათების ქსელი, მოსასვენებელი სივრცეები და  საფეხმავლო ბილიკები; დაირგვება სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარე.

რეკრეაციულ სივრცეში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ანდღულაძე და საკრებულოს წევრი ალექსანდრე ხუჯაძე ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად გაეცნო. 

გურამიშვილის გამზირის N28-თან მდებარე სკვერის კეთილმოწყობისთვის ნაძალადევის რაიონის გამგეობის ბიუჯეტში 250 000 ლარია გათვალისწინებული.