ფეხბურთში მსოფლიოს 23-ე ჩემპიონატის A ჯგუფის მეორე ტურის პირველი შეხვედრა გამართეს.

კორეასთან პრინციპულ მატჩში დამარცხების შემდეგ ჩეხეთს ჯგუფში მესამე ადგილზე გასასვლელად, საუკეთესო მესამეადგილოსანთა შორის ადგილის მოსაპოვებლად და ჯგუფიდან გასასვლელად სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკასთან გამარჯვება ესაჭიროებოდა, მაგრამ სწრაფი გოლის გატანის შემდეგ მან წყნარი თამაში ამჯობინა და დაისაჯა. 

სამხრეთ აფრიკის ფეხბურთელებს აშკარა საგოლე მომენტები, თუ არ ჩავთვლით ტაიმის კომპენსირებულ დროში ტაპელო მასეკოს სახიფათო დარტყმას, არ ჰქონიათ, თუმცა, ისინი მონდომებით ცდილობდნენ მეტოქის კართან მიახლოებას და გოლის გატანას და ეს მონდომება დაუფასდათ. 

შეხვედრის 83-ე წუთზე ტებოჰო მოკოენამ თერთმეტმეტრიანი საჯარიმო დარტყმით  ანგარიში გაათანაბრა.

ჩეხეთი - სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა 1:1(1:0)
გოლები: 6' მიხალ სადილეკი 1:0, 83' ტებოჰო მოკოენა, თერთმეტმეტრიანიდან 1:1



მექსიკის და კორეის შეხვედრა სამი საათის შემდეგ დაიწყყება გვადალახარაში, „ესტადიო აკრონზე“.