ბათუმში დასრულდა ევროპის გუნდური პირველობა ჭადრაკში

ევროპის ჩემპიონატის ბოლო ტურში საქართველოს ქალთა ნაკრებმა ესპანეთთან შეხვედრა 2:2 დაასრულა და ხუთი მოგებით, ერთი ფრით და სამი წაგებით 11 ქულა დააგროვა, რაც მხოლოდ მეექვსე ადგილის დასაკავებლად აღმოჩნდა საკმარისი.

1. პოლონეთი - 16 ქულა
2. უკრაინა - 14 ქულა
3. გერმანია - 13 ქულა
4-5. ბულგარეთი - 12 ქულა
4-5. სომხეთი - 12 ქულა
6-9, საქართველო 1 - 11 ქულა
1. ნანა ძაგნიძე 0-4-3 / 2 ქულა
2. ნინო ბაციაშვილი 4-1-3 / 4.5 ქულა
3. ლელა ჯავახიშვილი 3-4-0 / 5 ქულა
4. ბელა ხოტენაშვილი 4-3-0 / 5.5 ქულა
5. მერი არაბიძე 3-2-2 / 4 ქულა

6-9. ესპანეთი - 11 ქულა
6-9. რუმინეთი - 11 ქულა
6-9. საფრანგეთი - 1 ქულა
10-15. აზერბაიჯანი - 10 ქულა
10-15. შვეიცარია - 10 ქულა
10.-15. უნგრეთი - 10 ქულა
10-15. ესტონეთი - 10 ქულა
10-15. იტალია -10 ქულა
10-15. საქართველო 2 - 10 ქულა
...
24. საქართველო 3 - 8 ქულა

საქართველოს კაცთა ნაკრებმა 3:1 სძლია საფრანგეთს, თუმცა, საბოლოოდ, მანაც მოსალოდნელზე ბევრად უფრო დაბალ საფეხურზე დაიკავა ადგილი.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს პირველ ნაკრებზე ორი ქულით მეტი დააგროვა და მეექვსე ადგილი დაიკავა საქართველოს მეორე ნაკრებმა.

1. უკრაინა - 15 ქულა
2-3. აზერბაიჯანი - 13 ქულა
2-3. სერბეთი - 13 ქულა
4-6. გერმანია - 12 ქულა
4-6. რუმინეთი - 12 ქულა
4-6. საქართველო 2 - 12 ქულა
1. ნიკოლოზ პეტრიაშვილი 3-4-1 / 5 ქულა
2. ნოე თუთისანი 3-3-2 / 4,5 ქულა
3. გიგა ყუფარაძე 5-2-1 / 6 ქულა
4. თორნიკე სანიკიძე 2-2-2 / 3 ქულა
5. ირაკლი ახვლედიანი 3-2-2 / 4 ქულა
...
14. საქართველო 1 - 10 ქულა
1. მიხეილ მჭედლიშვილი 0-5-2 / 2.5 ქულა
2. ნიკოლოზ კაჭარავა 2-4-2 / 4 ქულა
3. ლევან ფანცულაია 4-0-2 / 4 ქულა
4. ბაადურ ჯობავა 4-2-3 / 5 ქულა
5. ლუკა პაიჭაძე 1-3-2 / 2.5 ქულა
...
32. საქართველო 3 - 8 ქულა
...
36. საქართველო 4 - 7 ქულა