სერბეთის ქალაქ ვრნიაჩკა-ბანიაში ჭადრაკში ევროპის ღია ჩემპიონატის მეექვსე  ტურის შეხვედრები დასრულდა.

ლიდერთა ჯგუფში მყოფმა გიგა ყუფარაძემ დავიდ ნავარასთან (ჩეხეთი, რეიტინგი 2685, განთესვა N4) ფრედ ითამაშა 5 ქულით მოჭადრაკეთა ჯგუფთან ერთად მესამე-მეათე ადგილებს იყოფს.  

ზედიზედ ორი მარცხის შემდეგ ნიკოლოზ კაჭარავამ ბერძენი გეორგიოს მიცისი (2407, N201) დაამარცხა. ნოე თუთისანმა თურქ სანალ ვაჰაპს (2590, N53) მოუგო, გაიოზ ნიგალიძემ კი ინგლისელ ტრისტან კოქს (1975, N433)



მიხეილ მჭედლიშვილმა ყაიმით დაასრულა შეხვედრა სერბ ტეოდორა ინიაცთან (2383, N222).

თორნიკე სანიკიძე დამარცხდა დამარცხდა ალექსანდრა გორიაჩკინასთან შეხვედრაში (ფიდე, 2576, N62)

სატურნირო მდგომარეობა ექვსი ტურის შემდეგ:

1. სტამატის კურკულოს-არდიტისი (საბერძნეთი) - 5,5
2. ანტონ კორობოვი (უკრაინა) 5,5
3-10. გიგა ყუფარაძე - 5
51-124. ნიკოლოზ კაჭარავა - 4
51-124. ნოე თუთისანი - 4
51-124. გაიოზ ნიგალიძე - 4
125-205. თორნიკე სანიკიძე - 3,5
125-205. მიხეილ მჭედლიშვილი - 3,5