გერმანიის ბუნდესლიგაში მეშვიდე ტურის შეხვედრები მიმდინარეობს.
ბუდუ ზივზივაძის „ჰაიდენჰაიმმა“ სახლში „ვერდერთან“ ფრედ ითამაშა და ქულები მის წინ მდგომ „მაინცს“ გაუთანაბრდა.
დისკვალიფიკაციის შემდეგ სასტარტო შემადგენლობაში იყო ბუდუ ზივზივაძე (flashscore - 6,5). იგი 78-ე წუთზე შეცვალეს.
„ჰაიდენჰაიმი“ - „ვერდერი“ 2:2(0:0)
გოლები: 50' მარკო გრული 0:1, 67' შტეფან შიმერი 1:1, 69' იენს შტაგე 1:2, 83' იონას ფიორენბახი 2:2
გიორგი გოჩოლეიშვილის “ჰამბურგი“ ლაიფციგში 1:2 დამარცხდა. გოჩოლეიშვილს ტრავმის გამო (იგი ვარჯიშზე ძელს შეჯახა და სახეზე ექვი ნაკერი აქვს) არ უთამაშია.
„ლაიფციგი“ - „ჰამბურგი“ 2:1(1:0)
გოლები; 45' კრისტოფ ბაუმგარტნერი 1:0, 48' ალბერტ სამბი ლოკონგა 1:1, 50' კრისტოფ ბაუმგარტნერი 2:1
„უნიონი“ - „ბორუსია“ მენხენგლადბახი 3:1(2:1)
„კიოლნი“ - „აუგსბურგი“ 1:1(0:0)
„მაინცი“ - „ბაიერი“ 3:4(1:3)
„ვოლფსბურგი“ - „შტუტგარტი“ 0:3(0:1)