გერმანიის ბუნდესლიგა 2-ში მეოთხე ტურის შეხვედრები დასრულდა.
ბუდუ ზივზივაძის „ჰაიდენჰაიმი“ ფიურტის „შპორტპარკ რონჰოფ ტომას ზომერზე“ „გროიტერ ფიურტს“ სტუმრობდა.
მსასპინძელა მცველების გარემოცვაში მყოფი ქართველი თავდამსხმელის მიერ მე-12 წუთზე თავური დარტყმით გატანილი გოლი ერთადერთი აღმოჩნდა მთელ შეხვედრაში და სტუმრებმა მესამე მოგება ჩაიწერეს აქტივში.
ბუდუ ზივზივაძე (flashscore - 7.7) 85-ე წუთზე შეცვალეს.
„გროიტერ ფიურტი“ - „ჰაიდენჰაიმი“ 0:1(0:1)
გოლი: 12' ბუდუ ზივზივაძე
მოამზადა რაულ კაპანაძემ




