ფეხბურთში 23-ე მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი შეხვედრები ჩაატარეს C  ჯგუფის გუნდებმა.

ისტ-რატეფორდში, „მეტლაიფზე“, ბრაზილია და მაროკო შეხვდნენ ერთმანეთს.

შეხვედრის საწყის წუთებში უპირატესობას მაროკოელები ფლობდნენ, ბრაზილიელელები კი თავს იცავდნენ. უკვე მას შემდეგ, რაც ბრაზილიამ მეტოქის მოედანზე თამაშს მოუხშირა, მაროკოელებმა სწრაფი კონტრშეტევა განახორციელეს და ისმაილ საიბარის ბრწყინვალე გადაცემის შემდეგ ბრაჰიმ დიასმა თავზე გადაუგდო ბურთი კარიდან საჯარიმო მოედნის წინა ხაზთან არცთუ აუცილებელი საჭიროებით გამოსულ ალისონს.

მაროკომ უპირატესობა დიდხანს ვერ შეინარჩუნა. ვინიუსიუსის ბრწყინვალე ინდივიდუალური თამაშის შემდეგ წონასწორობა აღდგა და შემდეგ, მიუხედავად იმისა, რომ ორივე გუნდს ჰქონდა საგოლე მომენტები, ანგარიში აღარ შეცვლილა.

ბრაზილია - მაროკო 1:1(1:1)
გოლები: 21' ბრაჰიმ დიასი 0:1, 32' ვინისიუსი 1:1

ფოქსბოროში, „ჟილეტ სტედიუმზე“, შოტლანდიამ არცთუ დამაჯერებლად გაიმარჯვა ჰაიტისთან შეხვედრაში. თუმცა, მინიმალური ანგარიშით მოგება საკმარისი აღმოჩნდა შოტლანდიის გასალიდერებლად.

ჰაიტი - შოტლანდია 0:1(0:1)
გოლი: 28' ჯონ მაკგინი