„ბორჯღალოსნებმა" ბორდოში, „დე ნუვო სტად დე ბორდოზე",  მსოფლიო თასის ჯგუფური ტურნირის მესამე შეხვედრა ფიჯისთან გამართეს.

„ბორჯღალოსნებმა" კარგად დაიწყეს შეხვედრა და უკვე მე-5 წუთზე ლუკა მატკავას საჯარიმო დარტყმით დაწინაურდნენ - 3:0.  

მე-20 წუთზე ჯარიმა დავით ნინიაშვილმა გაიტანა - 6:0.

31- წუთზე დავით ნინიაშვილმა კიდევ ერთი საჯარიმო დარტყმა გამოიყენა და ანგარიში 9:0 გახადა.

შეხვედრის პირველ ნახევარში ანგარიშში სხვაობა კიდევ უფრო მეტი უნდა ყოფილიყო, მაგრამ „ბორჯღალოსნებმა" ვერ შეძლეს მომენტების გამოყენება, მეორე ნახევარში კი ისინი შეცდომას შეცდომაზე უშვებდნენ და ფიჯელებს თამაშის შემოტრიალების შანსი მისცეს, რაც მათ გამოიყენეს კიდევაც.

51-ე წუთზე მათ ლელო-გარდასახვით 7 ქულა აიღეს ანგარიშში სხვაობა ორ ქულამდე დაიყვანეს.

65-ე წუთზე ფიჯიმ ჯარიმა გაიტანა და ერთი ქულით დაწინაურდა.

68-ე წუთზე ფიჯის ლელო-გარდასახვის შემდეგ „ბორჯღალოსნები" რვა ქულით ჩამორჩნენ - 9:17

79-ე წუთზე ლუკა მატკავამ ჯარიმიდან ანგარიში 12:17 გახადა.

უკვე გაწითლებულ დროში საქართველოს ლელოს გატანის რეალური შანსი გაუჩნდა, მაგრამ ბოლო მომენტში ფიჯელებმა შეძლეს შეტევის ჩაშლა.