დღეს, თბილისში, ბორის პაიჭაძის სახელობის დინამო არენა რაგბიში ბორჯღალოსნების და შოტლანდიის ნაკრები გუნდების მატჩს მასპინძლობს
მატჩის მე-7 წუთზე შოტლანდიელებმა ხელსაყრელი მდგომარეობიდან შესრულებული საჯარიმო დარტყმით გახსნეს ანგარიში - 0:3. მე-12 წუთზე შოტლანდიელებმა ისევ მიიღეს ჯარიმის დარტყმის უფლება და ზუსტად შესრულებული ჯარიმის შემდეგ ანგარიში 0:6 გახადა. მე-14 წუთზე შოტლანდიელებმა ლელო დადეს და გარდასახვა ზუსტად შეასრულეს - 0:13 მე-19 წუთზე შოტლანდიელებმა კიდევ ერთხელ დადეს ლელო - 0:18 და ამჯერადაც ზუსტად შეასრულეს გარდასახვა - 0:20. 33-ე წუთზე სოსო მათიაშვილმა შორეული საჯარიმო დარტყმით შეძლო ანგარიშში სხვაობის შემცირება - 3:20. პირველი ტაიმის მე-40 წუთზე შოტლანდიელებმა საჯარიმო დარტყმის შემდეგ 20 ქულიანი სხვაობა აღადგინეს - 3:23 მეორე ტაიმში, შეხვედრის 47-ე წუთზე, შოტლანდიელებმა ლელო-გარდასახვით ანგარიში 3:30 გახადეს. 58-ე წუთზე კარლენ ასეიშვილმა ლელო დადო, ხოლო თედო აბჟანდაძემ გარდასახვა შეასრულა ზუსტად - 10:30. 63-ე წუთზე შტლანდიელებმა მორიგი ლელო-გარდასახვით ანგარიში 10:37 გახადეს. 74-ე წუთზე შოტლანდიელებმა მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირეს - 10:44