ფიფა/კოკა-კოლას ახალ რეიტინგში, რომელიც გუშინ გამოქვეყნდა, საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები ერთი საფეხურით ზემოთაა ანაცვლებული.

26 მარტს თბილისში, ისრაელის ნაკრებთან ფრემ და 29 მარტს კაუნასში, ლიეტუვის ნაკრებთან მოგებამ საქართველოს ნაკრების სარეიტინგო ყულაბას 2,5 ქულა შემატა, რამაც რეიტინგში ერთი საფეხურით ზემოთ ანაცვლება გამოიწვია.

საქართველოს ნაკრებს 1350,18 ქულა აქვს, 72-ე ადგილზეა და 7,82 ქულით ჩამორჩება მის წინ მდგომ იამაიკის ნაკრებს.

1. საფრანგეთი - 1877,32
2. ესპანეთი - 1876,40
3. არგენტინა - 1874.81
4. ინგლისი - 1825,97
5. პორტუგალია - 1763,83
6. ბრაზილია - 1761,16
7. ნიდერლანდები - 1757,87
8. მაროკო - 1755,87
9. ბელგია - 1734,71
10. გერმანია - 1730,31

32. უკრაინა - 1546,88
42. უნგრეთი - 1500,58
50. უზბეკეთი - 1465,34
70. ჩრდილოეთ ირლანდია - 1362,16
71. იამაიკა - 1358,00
72. საქართველო - 1350,18
73. ფინეთი - 1346,41
74. განა - 1346,31
75. ისლანდია - 1345,07