ამის შესახებ ინფორმაციას სამხრეაფრიკული გამოცემა sundayworld-ი ავრცელებს.

სამხრეთ აფრიკის ნაკრებისა და „მამელოდი სანდაუნსის“ ნახევარმცველი ჯეიდენ ადამსი სამწუხაროდ გარდაიცვალა მას შემდეგ, რაც, სავარაუდოდ, შაბათს დილით სტელენბოშში, საკუთარ სახლში თავი მოიკლა, - იუწყება sundayworld-ი

სამხრეთ აფრიკის ნაკრების და „მამელოდი სანდაუნსის“ ფეხბურთელ ჯეიდან ადამსის გარდაცვალების შესახებ აფრიკის ფეხბურთის კონფედერაციამ სოციალურ ქსელში ოფიციალურად განაცხადა გარემოებების დეტალების დაკონკრეტების გარეშე. ჯეიდან ადამსმა მსოფლიო ჩემპიონატზე მექსიკისა და ჩეხეთის წინააღმდეგ პირველი ორი მატჩი სასტარტო შემადგენლობაში ჩაატარა, შემდეგ სამხრეთ კორეასთან შეცვლაზე შევიდა და შემდეგ სათადარიგოთა სკამზე დარჩა კანადასთან მერვედფინალურ მატჩში.

25 წლის ფეხბურთელის 72 წლის ბებია ორი კვირის წინ, სამხრეთ აფრიკის და ჩეხეთის მატჩამდე ერთი დღით ადრე გარდაიცვალა.