ბათუმში თურქული „ბეშიქთაშისა“ და ისრაელის „ჰაპოელ ბეერ შევას“ მატჩის გამო სამართალდამცველების განსაკუთრებული მობილიზებაა.

გავრცელებული ცნობებით, თურქული „ბეშიქთაშის“ ქომაგები სამართალდამცველთა მოწოდებებს არ დაემორჩილნენ. ინციდენტებს ადგილი ჰქონდა თამაშის დაწყებამდე, რაც შემდეგ სტადიონზეც გაგრძელდა. არსებული ინფორმაციით, სამართალდამცველებს სპეციალური საშუალებების გამოყენება მოუწიათ.

თურქულ საფეხბურთო კლუბ „ბეშიქთაშსა“ და ისრაელის „ჰაპოელ ბეერ შევას“ თამაში 21:45 წუთზე დაიწყო. ინციდენტების გამო თამაში დროებით შეჩერებული იყო. მატჩი ამჟამად განახლდა.

თავდაპირველად, თამაში თურქეთში უნდა გამართულიყო, თუმცა ეუფა-ს გადაწყვეტილებით, უსაფრთხოების ზომებთან დაკავშირებული რისკების გამო მატჩის ადგილას ნეიტრალური სტადიონი, „ბათუმის არენა“ შეირჩა.