ბათუმში დასრულდა ასპარეზობა ჩელენჯერის სერიის ტურნირზე „თრიალეთის თასი“

გუშინ ნიკა ეგაძის და დიანა დევისის და გლებ სმოლკინის გამარჯვების შემდეგ დღეს საქართველოს მესამე პირველი ადგილი ანასტასია მეტელკინას და ლუკა ბერულავას წყვილმა მოიტანა.

სავალდებულო პროგრამაში 80.01 ქულით პირველ ადგილზე მყოფმა ანასტასია მეტელკინას და ლუკა ბერულავას წყვილმა სავალდებულო პროგრამით 135,82 ქულა დააგროვა და ასევე პირველი ადგილი მოიპოვა.

ორი დისციპლინის ჯამში მათ 215,83 ქულა დააგროვეს და მეორე ადგილზე გასულ სპორტსმენებს 9,56 ქულით აჯობეს.



ქალა ასპარეზობაში ანასტასია გუბანოვა მეოთხე, ინგა გურგენიძე კი მეხუთე იყო.



მოამზადა რაულ კაპანაძემ