ვენის AtP500-იან ტურნირზე მერვედფინალური შეხვედრები მიმდინსარეობს.

ქართველმა ჩოგბურთელი, ნიკოლოზ ბასილაშვილი, მერვედეფინალში მსოფლიო რეიტინგის N3 ჩოგანს, ესპანელ კარლოს ალკარას შეხვდება.

პირველი სეტი ესპანელმა 6:1 მოიგო, მეორე სეტში კი ბასილაშვილის დიდ წინააღმდეგობას წააწყდა და სეტის ბედი ტაი-ბრეიკზე გადაწყდა.

ბასილაშვილმა ოთხჯერ ვერ შეძლო სეტ-პოინტის გამოყენება, შემდეგ სამჯერ კი შეძლო საპასუხო სეტ-პოინტ გამკლავებოდა, მაგრამ მეოთხედ ეს ვეღარ მოახერხა და დამარცხდა  

ნიკოლოზ ბასილაშვილი - კარლოს ალკარასი 1:6, 6:7(11:13)

შეგახსენებთ, რომ მერვედფინალში გასვლით ნიკოლოზ ბასილაშვილმა სარეიტინგო ყულაბას 50 ქულა შემატა და ამ მომენტისთვის 681 ქულით 85-ე ადგილს იკავებს.

მოამზადა რაულ კაპანაძემ