ბაქოს გრანდ სლემზე დღეს 52-57 და 60-66კგ წონითი კატეგორიების ძიუდოისტები ასპარეზობენ
57 კგ წონაში ეთერ ლიპარტელიანმა პირველ წრეში ბრაზილიელი ჯესიკა ლიმა დაამარცხა, მეორეში ფრანგი ხლოა დევიქტორი, მესამეში პორტუგალიელი ტელმა მონტეირო და ნახევარფინალში ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის ეგიდით მოასპარეზე რუს დარია კურბონმამედოვას შეხვდა.
ლიპარტელიანი ვაზარით ჩამორჩა, თუმცა შემდეგ ჯერ ვაზარი აიღო, შემდეგ კი იპონზე დააგდო მეტოქე და ფინალში გავიდა, სადაც ოლიმპიურ ჩემპიონს, კოსოვოელ ნორა გიაკოვას შეხვდება.
60კგ წონაში ლუხუმ ჩხვიმიანი აზერბაიჯანელ ბალაბაი აგაევთან და თურქ სალიჰ ილდიზთან გამარჯვების შემდეგ ნახევარფინალში ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის ეგიდით მოასპარეზე რუს გამზატ ზაირბეკოვთან დამარცხდა.
ლუხუმ ჩხვიმიანი ბრინჯაოს მედლისთვის ფრანგ რომან ვალადიე-პიკართან იჭიდავებს.
52კგ წონაში საქართველოს ნაკრების დებიუტანტი მარი მახარაშვილი საწყის შეხვედრაში ბელგიელ ემბერ რიჰელთან დამარცხდა.
60კგ წონაში გიორგი სარდალაშვილი აზერბაიჯანელ ნაზირ ტალიბოვთან გამარჯვებით შემდეგ ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის ეგიდით მოასპარეზე რუს რამაზან აბდულაევთან დამარცხდა.
66 კგ წონაში ვაჟა მარგველაშვილმა ორი ვაზარი გაუშვა ტაჯიკი ნურალი ემომალისგან და ასპარეზობას პირველივე წრეში გამოეთიშა.
პირველივე შეხვედრაში დამარცხდა ამავე წონაში მოასპარეზე ლაშა ნადირაძეც. მას კორეელმა მიონჯინ კიმმა სძლია.