სიეტლის „ლუმენ ფილდზე“ D ჯგუფის გუნდების მეორე ტურის პირველი შეხვედრა დასრულდა.
პირველი ტურის შეხვედრებში გამარჯვებულების - შეერთებული შტატების და ავსტრალიის - მატჩი მასპინძლებმა მოიგეს და დარჩენილი შეხვედრების შედეგების მიუხედავად გაინაღდეს პლეი-ოფში თამაში.
შეერთებული შტატები უკვე მე-11 წუთზე დაწინაურდა კამერონ ბერჯესის ავტოგოლით, ტაიმის მიწურულს კი ალექს ფრიმანმა მეორედ აიღო სტუმრების კარი. მეორე ტაიმში ანგარიში აღარ შეცვლილა.
აშშ - ავსტრალია 2:0(2:0)
გოლები: 11' კამერონ ბარჯესი 1:0, 43' ალექს ფრიმენი 2:0
შეერთებულმა შტატებმა მექსიკის შემდეგ ჯგუფური ტურნირის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე გაინაღდა პლეი-ოფში ამაში.
ამავე ჯგუფში მყოფი თურქეთის და პარაგვაის გუნდების მატჩი რამდენიმე საათის შემდეგ დაიწყება სანტა-კლარაში, „ლივაის სტედფიუმზე“.




