ლონდონის "არსენალის" ყოფლი მწვრთნელი, ამჟამად FIFA-ს ფეხბურთის გლობალური განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი არსენ ვენგერი გამოდის იდეით, რომ ყველა ტურნირი გაუქმდეს და მხოლოდ მნიშვნელოვანი ტურნირები დარჩეს.
ამასთან ვენგერი იმასაც ამბობს, რომ მსოფლიო ჩემპონატი ორ წელიწადში ერთხელ ჩატარდეს. "თუ დავაკვირდებით გუნდების შემადგენლობებს მსოფლიოს ჩემპიონატებზე, დავინახავთ, რომ საშუალო ასაკი  27-28 წელია. რის გამოც ფეხბურთელებს მისი ისევ მოგების მცირე შანსი რჩებათ, რადგან ისინი შემდეგ ჩემპიონატს უკვე 32-33 წლისები ხვდებიან. შესაძლოა, ღირდეს მსოფლიოს ჩემპიონატების ორ წელიწადში ერთხელ ორგანიზება", - ამბობს ვენგერი. ვენგერი მიიჩნევს, რომ საკვალიფიკაციო ეტაპი ან მხოლოდ ერთ თვეში უნდა ჩატარდეს, ან თებერვლისა და ოქტომბრის ფანჯრების დროს. ცნობისთვის, არსენ ვენგერმა ერთა ლიგის დაწყებაც გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ უმჯობესი იქნება თუ აღნიშნული ტურნირი ფეხბურთელების ძალების დაზოგვის მიზნით გაუქმდება.