„თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილ გენერალურ დირექტორს, გიორგი ბაჩიაშვილი საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე დამნაშავედ ცნეს. 

აღნიშნულ საქმეზე გიორგი ბაჩიაშვილს ოთხი წლით და ხუთი თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

დამნაშავედ ცნეს ბაჩიაშვილისთვის საზღვრის უკანონოდ გადაკვეთაში დახმარების ფაქტზე ბრალდებული შოთა ქარუმიძეცქარუმიძეს თავისუფლების აღკვეთა ოთხი წლით და ხუთი თვით განესაზღვრა.

გადაწყვეტილება ამის შესახებ მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ მიიღო.

გიორგი ბაჩიაშვილმა ქვეყანა იქამდე დატოვა, ვიდრე მას „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის კრიპტოვალუტის მითვისების საქმეზე 11 წლით თავისუფლების აღკვეთას მიუსჯიდნენ. პროკურატურა გიორგი ბაჩიაშვილს საზღვრის უკანონო კვეთას ედავებოდა, რაც შეეხება ქარუმიძეს, მას ბრალდება საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთაში დახმარების მუხლით ჰქონდა წარდგენილი, რაც სასჯელის სახედ 3-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.