განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანმა, აზიის განვითარების ბანკის (ADB) საქართველოს ოფისის დირექტორ ლესლი ბიერმან ლამთან ერთად, ქარელის N1 საჯარო სკოლაში ახალგაზრდული ცენტრი გახსნა.

ახალგაზრდული ცენტრის მიზანს წარმოადგენს სკოლის მოსწავლეებისა და თემში მცხოვრები ახალგაზრდების პროფესიული განვითარების ხელშეწყობა და დასაქმების შესაძლებლობების გაზრდა.

ქარელის N1 საჯარო სკოლაში სტუმრებს ასევე მიეცათ შესაძლებლობა გასცნობოდნენ პროექტის ფარგლებში მიმდინარე  პროფესიული სახელოსნოებისა და ლაბორატორიების მოწყობის პროცესს.

პროექტის „თანამედროვე უნარები უკეთესი დასაქმებისთვის“ ფარგლებში  20 საჯარო სკოლაში და ორ კოლეჯში  მიმდინარეობს ახალგაზრდული ცენტრების დაფუძნებისა და პროფესიული სასწავლო ლაბორატორიების აღჭურვის პროცესი, რაც მნიშვნელოვნად ზრდის პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობას რეგიონებში.