უნგრეთთან გვაქვს საშინაო თამაში. არ მაინტერესებს შედეგი, სულ სხვა რამის გამო ველოდები მაგ დღეს.კვარას ფორმა სახლში ყველას გვექნება… აი ვთქვათ, ამჯერად ჩაცმის ნაცვლად უბრალოდ რომ წამოვიღოთ და მთელმა სტადიონმა მე-7 წუთზე გადმოვფინოთ, წარმოიდგინეთ რამხელა ემოციური ბუსტი იქნება მისთვის, - ამის შესახებ სპორტული კომენტატორი ანდრო ხელაძე სოციალურ ქსელში წერს.

,,უმძიმესი დღეა და საერთოდ სპორტზე ლაპარაკის სურვილი მაქვს დაკარგული.

ერთადერთი, რაზეც ვფიქრობ 14 ნოემბერია.

უნგრეთთან გვაქვს საშინაო თამაში.

არ მაინტერესებს შედეგი, სულ სხვა რამის გამო ველოდები მაგ დღეს.

გავავსოთ ლოკომოტივი.

გავშალოთ ბანერები.

მაქსიმალურად ბევრი, მაქსიმალურად დიდი, მაქსიმალურად თბილი, გამამხნევებელი, სამოტივაციო მესიჯები გავუგზავნოთ ტრიბუნებიდან.

მოვიფიქროთ რა რამე.

კვარას ფორმა სახლში ყველას გვექნება…

აი ვთქვათ, ამჯერად ჩაცმის ნაცვლად უბრალოდ რომ წამოვიღოთ და მთელმა სტადიონმა მე-7 წუთზე გადმოვფინოთ, წარმოიდგინეთ რამხელა ემოციური ბუსტი იქნება მისთვის. 

ამ 5 წლის განმავლობაში, უამრავ ადამიანს გვქონია ურთულესი პერიოდი და მძიმე დღეების გადალახვაში კვარას თამაში არაერთხელ დაგვხმარებია.

ხოდა ეს ყველაზე ცოტაა, რისი გაკეთებაც ეხლა იმ ბიჭისთვის შეგვიძლია, რომელმაც მილიონობით ადამიანს ყველაზე დადებითი და წარმოუდგენელი ემოციები გვაჩუქა.

ვაგრძნობინოთ როგორ გვიყვარს და რამდენს ნიშნავს ჩვენთვის'' - წერს ანდრო ხელაძე.

შეგახსენებთ, რომ ფრანგული კლუბის "პარი სენ-ჟემენის" ფეხბურთელი, საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი ხვიჩა კვარაცხელია 20 ოქტომბერს ჩატარებული მატჩის დროს დაშავდა.  მან ბარსელონასთან ჩემპიონთა ლიგის მატჩში მარჯვენა მუხლზე წინა ჯვარედინი იოგი (ACL) გაიწყვიტა. 

როგორც სპეციალისტები აცხადებენ, საქართველოს ნაკრების კაპიტანს ქირურგიული ჩარევა სჭირდება. რის გამო ფეხბურთელი საბოლოო გამოჯანმრთელებამდე, რამდენიმე მატჩს გამოტოვებს.