დასრულდა J ჯგუფის გუნდების მეორე ტურის შეხვედრები.

არგენტინის და ავსტრიის შემდეგ მეორე ტურის შეხვედრა იორდანიამ და ალჟირმა  გამართეს.

სანტა-კლარას „ლივაის სტედიუმზე“ გამართულ მატჩში ფავორიტებმა, უპირატესობის მიუხედავად, პირველი ტაიმი წააგეს და ანგარიშის გათანაბრება მხოლოდ შეხვედრის 69-ე წუთზე შეძლეს. ამის შემდეგ მათი უპირატესობა კიდევ უფრო დიდი გახდა და 82-ე წუთზე მეორე გოლში გადაიზარდა. 

იორდანიამ თამასის გადარჩენა ვერ შეძლო და დამარცხდა, ალჟირმა კი ჯგუფში მე-2 ადგილის დაკავების შანსი მიიღო. ამისთვის მას ავსტრიასთან მოგება ესაჭიროება.

ალჟირი - იორდანია 2:1(0:1)
გოლები: 36' ნიზარ ალ-რაშდანი 1:0, 69' ნადირ-ბენბუალი 1:1, 82' ამირ გუირი 2:1