"კვარა ბურთის მიღებიდან წამის მეასედებში უკვე მეტოქისკენ მირბის, ის ძალიან სწრაფად აზროვნებს. ხვიჩა მთელი მატჩის განმავლობაში ტიმბერს უკან დახევას აიძულებდა. ის, რასაც იგი ხშირად იყენებს, ჩემი ერთ-ერთი პირველი გაკვეთილი იყო 8 წლის ასაკში. - ამის შესახებ ალესანდრო დელ პიერომ განაცხადა. წერს La Gazzetta Georgia.
იტალიის ნაკრებისა და „იუვენტუსის“ ლეგენდა, ალესანდრო დელ პიერო ამბობს: "იგი მცველს არ აძლევს დროს, გაიგოს, რა ხდება და რას აკეთებს. ნებისმიერ ნაბიჯზე შეუძლია, მარჯვნივ ან მარცხნივ გადავიდეს. ის აიძულებს მოწინააღმდეგეს ერთი ერთზე თამაშს, შეჰყავს ერთი კაცი საჯარიმოში და მეორე ნახევარმცველს აიძულებს, რომ მასზე ამოვიდეს, ამ დროს კი დემბელე თავისუფლდება..." - წერს La Gazzetta Georgia.