საფრანგეთის ლიგა 1-ში ოცდამეთერთმეტე ტურის შეხვედრები დაიწყო.

ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენმა“ გიორგი მიქაუტაძის „ლიონის“ კონკურენტ „ნიცასთან“ 1:3 წააგო.

ხვიჩა კვარაცხელიამ (Flashscore - 7,1) შეუცვლელად ითამაშა.

აღსანიშნავია, რომ სეზონში განცდილ პირველ მარცხთან ერთად „პარი სენ-ჟერმენმა“ 1994-95 წლების სეზონში „ნანტის“ მიერ წაუგებლად ჩატარებული შეხვედრების რეკორდის (32 მატჩი) გამეორების შანსი გაუშვა ხელიდან.

„პარი სენ-ჟერმენი“ - „ნიცა" 1:3(1:1)
გოლები: 34' მორგან სანსონი 0:1, 41' ფაბიან რუიზი 1:1, 46' მორგან სანსონი 1:2, 70' იუსუფ ნდაიშიმიე 1:3