საქართველოს კალათბურთის ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის მეორე შესარჩევი ეტაპის I ჯგუფის მესამე ტურის მატჩი ათენში გამართა და საბერძნეთის გუნდი დაამარცხა(88:92).

საბერძნეთი-საქართველოს მატჩის შემდეგ პრესკონფერენციაზე საქართველოს ეროვნული ნაკრების მწვრთნელმა ალექსანდრ ჯიკიჩმა განაცხადა: 

 "საქართველო  უნიკალური გუნდია. ვფიქრობ ეს მართლაც ისტორიული გამარჯვებაა. უკვე ორ-ნახევარი წელია აქ ვარ და ყოველ ჯერზე როცა საქართველოში ჩამოვდივარ და ამ ადამიანებთან, ამ გუნდი წევრებთან ერთად დროს ვატარებ, რაღაც ახალს ვსწავლობ. ნელ-ნელა სულ უფრო კარგად ვხვდები რამდენად ღრმაა ზოგიერთი ღირებულება ამ ქვეყანაში. 

საბოლოოდ თქვენ გაქვთ თქვენი ქვეყანა, თქვენი რწმენა და ეს ყველაფერი დღეს ამ ბიჭების კალათბურთში გამოჩნდა. ისინი არასდროს ნებდებიან და სწორედ ამიტომ გაიმარჯვეს. ეს ძალიან დიდი გამარჯვებაა.ვფიქრობ რომ ჩემმა გუნდა უდიდესი ხასიათი და დიდი სიმტკიცე გამოავლინა. სწორედ ასეთი გამბედაობა გვჭირდებოდა. ისინი არასდროს დანებებულან. ბოლომდე იბრძოდნენ, შენგელია მეუბნებოდა - არ შემცვალო, შეხედეთ რამდენი თამაში აქვს ჩატარებული და რამდენი წუთი აქვს ნათამაშები. ყველამ თავისი წვლილი შეიტანა. მათაც კი ვინც ჩვენი მთავარი სათამაშო გეგმის ნაწილი არ იყო. ამიტომ გულწრფელად ვფიქრობ, რომ ეს მთელი გუნდის გამარჯვებაა. შევძელით ისეთი რამის გაკეთება, რასაც თითქმის არავინ ელოდა. სწორედ ამიტომ არის ეს გამარჯვება მნიშვნელოვანი. უფრო ისტორიული და მართლაც გამორჩეული. ძალიან ველოდები მომდევნო საშინაო შეხვედრებს. მართლა მინდა ეს დარბაზი მთლიანად სავსე ვნახო, ბოლომდე გადაჭედილი. რადგან ჩვენ ერთი საერთო მიზანი გვაქვს. 

დიახ, შეცდომებს ვუშვებთ., მეც ვუშვებ შეცდომებს, მაგრამ სანამ ერთად ვართ და ერთი მიმართულებით მივდივართ, ყველაფერი კარგად იქნება. დღევანდელი გამარჯვება ამის ნათელი დასტურია".