რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში მიმდინარე 23-წლამდელ მოჭიდავეთა ევროპის ჩემპიონატზე  დღეს ხალიჩებზე 57-65-70-79-97კგ წონითი კატეგორიის თავისუფალი სტილით მოჭიდავეები ასპარეზობდნენ 

57კგ წონით კატეგორიაში ლუკა ღვინჯილიამ უკრაინელ ვლადისლავ აბრამოვთან და ბულგარელ ივაილო მილენოვ ტისოვთან გამარჯვებების (4:2 და 10:0) ნახევარფინალური შეხვედრა წააგო (0:8) გერმანელ ნიკლას შტეხელესთან და ხვალ ბრინჯაოს მედლისთვის რეპეშაჟში გამარჯვებულთან იჭიდავებს. 

65 კგ წონით კატეგორიაში გოგა ოთინაშვილმა მეოთხედფინალში აზერბაიჯანელ რაშიდ ბაბაზადესთან 6:7 წააგო და ხვალ რეპეშაჟიდან შეეცდება ბრინჯაოს მედლის მოპოვებას.

70 კგ წონით კატეგორიაში დავით ფაცინაშვილმა 1/8-ფინალში თურქი ბურაკ სინინი 6:2 დაამარცხა, 1/4-ფინალში მასპინძელს, ედუარდ დავიდ ლენარდს 10:0 სძლია, ნახევარფინალში კი აზერბაიჯანელ მაგომედ ბაშირ ხანიევთან 4:7 დამარცხდა. ხვლა დავით ფაცინაშვილი რეპეშაჟში გამარჯვებულთან იჭიდავებს ბრინჯაოს მედლისთვის.

79 კგ წონით კატეგორიაში ვლადიმერ გამყრელიძემ 1/8-ფინალში 10:0 მოუგო რუმინელ ჯიჯი მარიან სუბტირიკას, 1/4-ფინალში 11:1 დაამარცხა ისრაელელი მაქს კასპეროვიჩი, ნახევარფინალში კი მოლდაველ ეგგენი მიხელჩანს 5:1 სძლია და ხვა ოქროს მედლისთვიის ბერძენ გიორგიოს კუგიუმციდისთან იჭიდავებს.

97 კგ წონით კატეგორია მერაბ სულეიმანიშვილმა უკრაინელ დავით მჭედლიძესთან 4:5 წააგო და ვინაიდან ეს უკანასკნელი ნახევარფინალში დამარცხდა, რეპეშაჟიდან ასპარეზობის გაგრძელების უფლება ვერ მოიპოვა.