რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში დასრულდა 23-წლამდელ ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ევროპის ჩემპიონატი
ქართველმა ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეებმა ევროპის ჩემპიონატზე პირად ასპარეზობაში 1 ოქროს, 2 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს, გუნდურ ჩათვლაში კი ორი ქულით ჩამორჩნენ თურქეთის ნაკრებს, 1 ქულით კი უკრაინის ნაკრებს და 125 ქულით ბრინჯაოს მედლის მფლობელები გახდნენ.
ოქროს მედლის მფლობელი გახდა 67კგ წონითი კატეგორიის მოჭიდავე დიეგო ჩხიკვაძე.
ვერცხლის მედლები მოიპოვეს გიორგი შოთაძემ (63კგ) და გიორგი ცოფურაშვილმა (130კგ).
ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს გიორგი ჩხიკვაძემ (72კგ) და საბა მამალაძემ (82კგ)
გუნდურ ჩათვლაში საქართველოს ნაკრები ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა. გუნდის სრული შემადგენლობა ასეთი იყო: 55კგ - გიორგი თოხაძე (6 ქულა), 60კგ - დიმიტრი ხაჩიძე (10 ქულა), 63კგ - გიორგი შოთაძე (20 ქულა), 67კგ - დიეგო ჩხიკვაძე (25 ქულა), 72კგ - გიორგი ჩხიკვაძე (15 ქულა), 77კგ ხვიჩა ანანიძე (10 ქულა), 82კგ - საბა მამალაძე (15 ქულა), 87კგ - აჩიკო ბოლქვაძე (4 ქულა), 97კგ - ლაშა ტვილდიანი, 130კგ - გიორგი ცოფურაშვილი (20 ქულა)
1. თურქეთი - 127 ქულა
2. უკრაინა - 126 ქულა
3. საქართველო - 125 ქულა
4. აზერბაიჯანი - 123ქულა
5. სომხეთი - 105 ქულა
ოქროს მედლები ასე განაწილდა:
აზერბაიჯანი - 3 ოქრო 1 ვერცხლი
ფინეთი - 2 ოქრო
საქართველო - 1 ოქრო, 2 ვერცხლი, 2 ბრინჯაო
უკრაინა - 1 ოქრო, 1 ვერცხლი, 1 ბრინჯაო
უმგრეთი - 1 ოქრო, 1 ვერცხლი
მოლდოვა - 1 ოქრო, 1 ბრინჯაო
რუმინეთი - 1 ოქრო