სერბეთის ქალაქ ზრნენიანში დასრულდა 23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში
23 წლამდე ასაკის ბერძნულ-რომაული სტილით მოწიდავეთა ასპარეზობის ბოლო დღეს ქართველმა მოჭიდავეებმა, გიორგი კოჩალიძემ და თორნიკე მიქელაძემ, შესაბამისად, სომეხ და აზერბაიჯანელ მეტოქეებთან დათმეს ფინალური შეხვედრები და წინა დღით კობა ქარუმიძის და თემურ ორჯონიკიძის მიერ მოპოვებულ ბრინჯაოს მედლებს ვერცხლის მედლები შემატეს.
გუნდურ ჩათვლაში საქართველო მესამე იყო.
აღსანიშნავია, რომ 87 კგ წონაში ვერცხლის მედლის მფლობელი ფრანგი ვლადიმერ ქარჩაიძე გახდა.
ცნობისთვის, 23 წლამდე ასაკის თავისუფალი სტილით მოჭიდავეებმა ევროპის ჩემპიონატზე ოთხი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს და გუნდურ ჩათვლაში მეექვსე ადგილზე გავიდნენ. ქალთა შორის კი საქართველოს ნაკრებმა, რომელსაც ერთადერთი წარმომადგენელი ჰყავდა, 24 გუნდს შორის ბერძნებთან ერთად გაიყო ოცდამეერთე-ოცდამეორე ადგილები.
ქალთა პირველობაზე საქართველოს ნაკრებმა, რომელსაც ერთადერთი წარმომადგენელი ჰყავდა, 24 გუნდს შორის ბერძნებთან ერთად გაიყო ოცდამეერთე-ოცდამეორე ადგილები.




